weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ელისაშვილი სარალიძეს - თუ გინდათ საქართველო თქვენს გვერდით დარჩეს, მარტო გაუძეხით აქციას

17:04 პარასკევი, 01 ივნისი 2018

ალექსანდრე ელისაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს მიმართავს - „ნუ მისცემს რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგულწრფელ ადამიანებს მანიპულირების უფლებას“.

„დიდი პატივისცემით მივმართავ ზაზა სარალიძეს -

ბატონო ზაზა, გთხოვთ დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ! ნათელია რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ზვიად კუპრავას, ფარნაოზ ჭკადუას, გაზდელიანს და სხვებს სურთ თქვენი ტრაგედიის და ტკივილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. არ დაიყენოთ ეს ხალხი დღეს გვერდით, გთხოვთ გულითადად!

გუშინდელ აქციაზე ყველა თქვენი ტკივილის გასაზიარებლად მოვიდა, ყველა თქვენდამი სოლიდარული იყო და არა ყოფილი ზონდერების! გუშინ პირადადაც დაგიდასტურეთ პატივისცემა და მხარდაჭერა, ახლაც ვადასტურებ. ნუ მისცემთ რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგუწლრფელ ადამიანებს თქვენით მანიპულირების უფლებას. ხომ დარწმუნდით რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა ?! ეს რომ ასე დარჩეს თქვენ უნდა გაწიოთ გვერდზე აჟიტირებული ნაზონდერალები და მარტო გაუძღვეთ აქციას. ზვიად კუპრავას და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა აქტივისტებს მოგმართავთ - ნუ, ცდილობთ ამ ადამიანის ტკივილის სათქვენოდ გამოყენებას. ამას უსინდისობა ჰქვია. თქვენს გამო მანდ არავინ მოსულა გუშინ და ვის გამოც მივიდა ხალხი იმ კაცს შეეშვით!“, - აღნიშნავს ალექსანდრე ელისაშვილი „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]