weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

6 წელია ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს - ბარბარე რაფალიანცის დედა

17:49 პარასკევი, 01 ივნისი 2018
ფოტოზე თათია მექერიშვილი / არქივის ფოტო ფოტოზე თათია მექერიშვილი / არქივის ფოტო

„დღეს ჩვენ აქ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა. მალხაზს და ზაზას ვუცხადებ სოლიდარობას. როგორც მათი შვილები, ჩემი შვილიც 2012 წლის 30 სექტემბერს მოკლეს სასტიკად. მე ექვსი წელია ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში. დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ, ტყუილად. შემოდეს ჩვენი საქმეები თაროებზე და სულ აღარ აინტერესებთ“, - აღნიშნა ბარბარე რაფალიანცის დედამ თათია მექერიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

„მე კვლავ მყავს შვილები. არ მინდა ამ უსამართლო ქვეყანაში იზრდებოდნენ და მეშინოდეს, დილით რომ გავლენ სახლიდან, დაბრუნდებიან თუ არა უკან. ამიტომ ამოვკვეთოთ ეს სასტიკი რეჟიმი და წავიდნენ აქედან“, - აღნიშნა თათია მექერიშვილმა.

10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი დაახლოებითი ერთი საათის განმავლობაში დაკარგული იყო. „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ბავშვის მკვლელობას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს აბრალებდა. ბავშვის დეიდა კი აცხადებდა, რომ ის საარჩევო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო და მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ემუქრებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]