„მე აქ შვილმოკლული მამა ვდგავარ. სანამ პირში სული მიდგას, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა. უნდა დაღვარონ ჩემი სისხლი? დარვარონ. დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რათა მომავალი თაობა არ განადგურდეს“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
გუშინ, გვიან ღამით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ უღირს: „როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არცერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.