მისი თქმით, აქციაზე გამოვიდა ტიპი, რომელმაც თავი მისი შვილის ნათლიად გაასაღა: „ეს არ შეიძლება, ეს არ უნდა ხდებოდეს. თუ თანადგომაა, თანადგომა უნდა იყოს, ჩემო ძვირფასებო. ავანტიურებს და ამნაირ ავანტიურისტებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეთ“.
ლევან დადუნაშვილის მამის განცხადებით, გამოძიება რომ დასრულდეს, მოკლული ბავშვების თანატოლებმა გამოძიებას ჩვენება უნდა მისცენ: „ჩვენი ტკივილი საქართველოს ტკივილია და ამით ამაყი მამები ვართ, მაგრამ ის გამოძიება რომ დამთავრდეს, მე მოგიწოდებთ, ის ხალხი, ვინც ზიხართ ტელევიზორებთან და თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, გამოვიდეთ ყველა და მივმართოთ იმათ, რომ ის მშობლები მაშინ იქნებიან მშობლები, ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ იმ გათითოკაცებულ ხალხს, რომელებიც სახლში სხედან და არ გამოჰყავთ თავისი შვილები, რომ ჩვენება მისცენ, სწორი და სრული გამოძიება წარიმართოს“.