„შემთხვევა კერძო კარიერზე მოხდა. ეს არის კერძო კომპანიის კუსტარული კარიერი, 5-7 კაცია დასაქმებული. მოპოვებულ ქვანახშირს ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს „ჯი აი ჯი“ ჯგუფი. ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია უჟანგბადო სივრცეში შესვლამ და არა ქანების ჩამოშლამ. ერთ-ერთი დაღუპული მამაკაცი 25-26 წლისაა, მეორე კი 50 წელს გადაცილებული“, - ამბობს თემურ ჩუბინიძე.
გარდაცვლილები ქუთაისში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩატარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) მიმდინარეობს.