როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დატბორილი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან და კომერციული ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვა დაწყებულია.
„მაშველებმა წყლიდან გამოიყვანეს რამდენიმე მანქანა, ნაწილის გამოყვანა კი ვერ ხერხდება, რადგან ეს ტალღებს გამოიწვევს. სამაშველო სამუშაოებში ჩართვის მიზნით თბილისიდან დამატებით 80 მეხანძრე-მაშველის მობილიზება მოხდა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილობრივები დატბორვის გამომწვევ მიზეზად ქალაქის ქუჩებში სანიაღვრე სისტემების არარსებობას ასახელებენ.