როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, ამ დროისთვის სამართალდამცავებს ბიჭი უკან, ქობულეთში მიჰყავთ.
ქობულეთში 14 წლის ბიჭი გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება საღამოს შევიდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.