weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მეტროს მემანქანეები 3 ივნისს უვადო გაფიცვას იწყებენ

20:03 შაბათი, 02 ივნისი 2018

მეტროს თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანება “ერთობა 2013” კვირას, 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში იწყებს უვადო გაფიცვას შიმშილობასთან ერთად. პროფესიული გაერთიანების ინფორმაციით, გაფიცვა 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას 3 მაისიდან გეგმავდნენ, თუმცა სასამართლომ მათ ამის უფლება არ მისცა და გაფიცვა ერთი თვით გადაავადა. მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო საათებში მემანქანეთა გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის თაობაზე.

“ჩვენს წინააღმდეგ მიღებული უკანონო, უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტიელებების მიუხედავად, „ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო სხვა პოზიციებზე დასაქმებულ ჩვენს წევრებს აძლევს გაფიცვის გამოყენების უფლებას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მემანქანეები საკუთარი დასვენების დროის ხარჯზე გავიფიცებით და შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად დასვენების დროს სრულად გამოვიყენებთ გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის.

აქვე გვინდა ვთქვათ, რომ დასვენება და სამუშაო ცვლისთვის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მემანქანეებისთვის. ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება და დასვენების დროს გაფიცვა მემანქანეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ავტომატურად მოახდენს გავლენას, რამდენადაც თითოეული მათგანი ცვლამდე ვერ მოახერხებს დასვენებას და შესაბამის მდგომარეობაში სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დასვენების დროს საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ქალაქისა და მოსახლეობის მომსახურებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქალაქ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვემსახურებით ქალაქის მოსახლეობას პასუხისმგებლობით, ვიდრე ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას.

მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შინაგანაწესის ის უმნიშვნელოვანესი დებულება, რომელიც მემანქანის სამსახურში გამოცხადებას, სწორედ რომ დასვენებულ მდგომარეობაში გულისხმობს, რაც პრობლემად არ მიიჩნია ჩვენმა დამსაქმებელმა”, - ნათქვამია მეტროს თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანების განცხადებაში.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები კიდევ ერთხელ მიმართავენ ხელმძღვანელობას, გაითვალისწინონ დასაქმებულთა მოთხოვნების არსი და მისცენ საშუალება, ჩვეულ რიტმში გააგრძელონ მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]