weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს

20:31 შაბათი, 02 ივნისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს. მისი თქმით, სუს-მა მისი დევნა და თვალთვალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, დღეს, როდესაც ის პანკისიდან თბილისში მიდიოდა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ტაქსის მძღოლს პოლიციიდან დაურეკეს და მგზავრების ვინაობა გამოკითხეს.

„შიშით კი არ მეშინია მაგათი, მარტო რომ ვარ, როგორც ჩაუდეს თემირლანს, მეშინია, რომ რაღაც არ ჩამიდონ ან „ლიმონკა“ იქნება ან იარაღი, რომ გამაჩერონ ან დამაკავონ. მცდელობები არის ძალიან, ვიცი, ამას ვხედავ და ვხვდები ყველაფერს. როგორ კი აქციები დაიწყეს, მას შემდეგ ხდება ეს,“ - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

31 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, სპეცოპერაციის დროს თემირლანის მკვლელობის და ამ საქმის გამოუძიებლობის გამო, მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს გადაწყვეტილი ჰქონდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავი აეფეთქებინათ.

„მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ქართველი ერის დიდი სიყვარული გააჩნია. ამას ყოველთვის ვიძახდი და ახლაც ვიტყვი. მე და ჩემ რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აგვეფეთქებინა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]