კილაძის თქმით, იმის გამო, რომ არ არსებობს ინსტიტუცია, სადაც ფსიქიატრიული პაციენტები თავიანთი მდგომარეობის შესაბამის მომსახურებას მიიღებენ, ბევრი მათგანი სტაციონარული დახმარების კომპონენტშია ჩართული მაშინ, როცა ამას არ საჭიროებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური პროგრამების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებიც თავიდან ბოლომდე არიან ჩართული. მეტიც, ჩვენ გაგვაჩნია წინასწარი შეთანხმება, რომ ამ ჯგუფის წევრები ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, პროექტირების დროსაც კი ვიქნებით ჩართული, რადგან ეს ცენტრები ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სიმძლავრეებით იმ ფუნქციას უნდა შეესაბამებოდეს, რასაც საზოგადოება ცენტრს აკისრებს“, – განაცხადა ლაშა კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის მარტში დაანონსა. მისი თქმით, ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფო სამეგრელოს, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში იქნება.