weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ამ ეტაპზე ზაზა სარალიძე ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ – სახალხო დამცველი

21:38 კვირა, 03 ივნისი 2018

„ზაზა სარალიძესთან საუბრის შემდეგ მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის საფრთხეს განიცდის, ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა საგანგებო ბრიფინგზე. ნინო ლომჯარიას ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელი არ დაუსახელებია.

„მთელი დღის განმავლობაში არა მარტო კონტაქტზე ვარ, არამედ რამოდენიმეჯერ ვინახულე ის. ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, მისი ემოციური მდგომარეობა და მე ვმოქმედებ აბსოლუტურად ბატონი ზაზას სურვილის შესაბამისად. თუ მას ექნება სურვილი თქვას, სად იმყოფება, მას შეუძლია გააკეთოს განცხადება. მე ამის შესახებ განცხადებას არ ვაკეთებ, თუმცა მუდმივად ვაკონტროლებ როგორ იმყოფება, რა მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე ის ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ზაზა სარალიძეს დღეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე შეხვდა. ლომჯარიას თქმით, სარალიძე განერვიულებული და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო.

„ვისაუბრეთ საქმის მიმდინარე გამოძიების მასალებზე, რას ვაკეთებ მე, რა სიახლეებია და შემდეგ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სურდა წასულიყო აქციიდან და ზოგადად მიმდინარე აქციებიდან“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აგრძელებენ მონიტორინგს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე და ხვალ დილიდან დაიწყებენ საგამოძიებო მასალების შესწავლას.

„მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას სიმშვიდისკენ. გთხოვთ, მაქსიმალურად დიალოგის და სამუშაო რეჟიმში დავაკვირდეთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ ვეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მონიტორინგის შედეგების შესახებ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც 18:00 საათზე დაიწყო, არ ესწრება. ის ვაკის პარკში მივიდა, სადაც აქცია სახელწოდებით „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ მიმდინარეობდა. აქციაზე სარალიძემ განაცხადა, რომ მარტო რჩება ბრძოლის ველზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]