weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა

17:33 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

ზოგს ეცინება, ზოგი ეთანხმება, ზოგს უკვირს, ნაწილმა არაფერი იცის და მეორე ნაწილისთვის კი ნიგვზისა და თხილის მზესუმზირით ჩანაცვლების იდეა სრულიად მისაღებია. გაგიკვირდებათ და  მზესუმზირით კაკლოვანი კულტურების ჩანაცვლება დაკავშირებულია აზიური ფაროსანას პრობლემასთან.

თხილის მზესუმზირით ჩანაცვლება

თხილი და კაკალისაქართველოში სხვადასხვა საკვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, უფრო კონკრეტულად სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში თითქმის ყველა ოჯახში ფართო გამოყენებს. ბოლო რამდენიმე წელია, აზიური ფაროსანასგანკაკლოვანი კულტურების დაზიანების გამო, უმეტესობამ საკვებში თხილი და კაკალი მზესუმზირით ჩაანაცვლა.

„შემაძრწუნებელია ის ფაქტი , რაც გურიაში ხდება. ფაროსანას შემოსევის გამო უშედეგო გახდა გლეხის შრომა და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანა. ჩემს ოჯახში ნიგვზიანი კერძები ძალიან გვიყვარს, თუმცა წინა წელს მოსავალი გაგვიფუჭდა. მეზობლებისგან შევიტყვეთ რომ საჭმელში თხილის და ნიგოზის ნაცვლად მზესუმზირას იყენებენ. ჩვენც მათ მივბაძეთ. გარჩეულ მზესუმზირას ბაზარსა და სურსათის მაღაზიებში ვყიდულობთ. „- ამბობს სუფსაში მცხოვრები ქრსიტინე კვერენჩხილაძე.

ჩვენი რესპოდენტი თქმით, ზესუმზირა ბევრად იაფი ღირს, მაგრამ მისი გემო განსხვავდება, პროდუქტი თხილთან და კაკალთან შედარებით ნაკლებად ცხიმიანია. როგორც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს,  ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება, კაკლოვანების ნაკლებობასთან ერთად, დაბალი ფასით არის განპირობებული.

 

ზღაპრული ფასები

ბაზარში 1კგ. ნიგვზის ფასი 25-ლარიდან იწყება . 1კგ. გაურჩეველი - ნაჭუჭიანი თხილის ფასი 8 ლარია,  თუმცა გარჩეული პროდუქტი ბევრად მეტი ღირს.ფასები მნიშვნელოვნად მაღალია დიდ სუპერმარკეტებში.გარჩეული მზესუმზირის ფასი კი 3-ლარიდან 4-ლარამდე მერყეობს. მართალია ის გემოვნური თვისებებით განსხვავდება, მაგრამ  იაფია და გემოთი  ახლოსააკაკლოვანებთან.

მზესუმზირას თხილისა და ნიგვზისნაცვლად მხოლოდ ცალკეულ ოჯახებში არ გამოიყენებენ. მას ფართოდ იყენებენ რესტორებში და მზა კვების ობიექტებში.

 

საიდან გაჩნდა ეს იდეა?

თხილის კუტურა დასავლეთ საქართველოშია პოპულარული, განსაკუთრებით სამეგრელოში , გურიასა და იმერეთში. საქსტატის 2016 წლის მონაცემების მიხედვით აქ 15.3 ; 7,2 და 3,4 ათსი ტონა თხილი იწარმოება. საქსტატის მონაცემებით 2017 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა 82 მილიონი დოლარი შეადგინა .

დასავლეთ საქართველოში თხილის ცუდი მოსავლი ინვაზიური მწერისგან მიყენებული ზიანით იყო განპირობებული.  აზიურმა ფაროსანამ მოსავლის 2/3 განადგურდა. ზარალის ერთ-ერთი მიზეზი თხილში სოკოვანი დაავადებაც იყო, რაცარადროული, არასწორად შეწამვლის ან საერთოდ შეუწამლობის გამო გაჩნდა, ერთ-ერთ მიზეზად 2017 წლის მეტეოროლოგიური (ჭარბტენიანობა) პირობებიც სახელდება.

„გასულ წელს  პირადად ჩემი მეურნეობიდან 1 კგ. თხილიც კი არ მიმიღია. ასევე მოსავალის ნახევარი კოოპერატივის წევრებმაც ვერ მიიღეს“, - ამბობს ლია მუხაშავრია.

ლია მუხაშავრია პროფესიით იურისტია და ბოლო რამდენიმე წელია თხილის წარმოებითაც აქტიურად არის დაკავებული. მოგვიანებით კოოპერატივიც ჩამოაყალიბა, რომელშიც, ლანჩხუთის რეგიონის 4 სოფლის 87 ოჯახია გაწევრიანებული.

„თხილის გაფუჭების მიზეზი ფაროსანასთან ერთად თხილის სხვა დაავადებებიც იყო. გურიაში თხილი ყველაზე ადვილად მოსავლელ პროდუქტად მიაჩნიათ და არ წამლავდნენ, თან გავრცელდა ხმა, რომ შესაწამლი პრეპარატები აზიანებდა არა მარტო მოსავალს, არამედ ტერიტორიას, ცხოველებს, ფუტკრებს და ა.შ. ამიტომ ყველა შეშინდა და შარშანდელი შეწამვლაც ჩავარდა.  წელს კი თხილის კულტურას ქიმიური პრეპარატებით უკვე ამუშავებენ“, - ლია მუხაშავრია.

ჩვენი რესპოდენტისთვის, უცხო არ არის თხილის და კაკლის მზესუმზირით ჩანაცვლების შემთხვევები. ის ამბობს, რომ არა მარტო გურიაში, არამედ  იმერეთშიც და სხვა რეგიონებშიც რესტორნებსა და საკვებ ობიექტებში მსგავსი მდგომარეობის შესახბ ხშირად სმენია და თავადაც ჰქონია მსგავსი შემთხვევა.

„მართალია ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ არ  მივესალმები ამ ფაქტს, რადგან თხილი, კაკალი და მზესუმზირა მნიშვნელოვნად განსხვავებული პროდუქტებია და მათიჩანაცვლებაარ არის სასარგებლო. მითუმეტეს სუნელებთან და სხვა ინგრედიენტებთან მათი შერევა ლია მუხაშავრია“.

 

მომხმარებლის უფლებების დარღვევა

„საქართველოსსტრატეგიულიკვლევებისადაგანვითარებისცენტრი“, უკვე წლებია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მუშაობს. მათი ინტერაქტიური  საიტი momxmarebeli.ge მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სურსათის საეჭვო ნიმუშებს ლაბორატორიულად იკვლევს. მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მზა პროდუქტის ეტიკეტსა და შემადგენლობას შორის სხვაობის დასადგენად მიმართა. მომხმარებელიეჭვობს, რომ ნიგვზის მაგივრად პროდუქტშიმზესუმზირა იყო გამოყენებული. ორგანიზაციამ პროდუქტის შესწავლა დაიწყოა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში ლაბორატორიები მსგავს ანალიზსს ვერ ატარებენ, საკითხი გამოსაკვლევი დარჩა. momxmarebeli.ge-ში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კაკლის მზესუმზირით ჩანაცვლების ფაქტი დადგინდებოდა, ეს ეტიკეტირების წესის დარღვევა იქნებოდა, რომელზე რეაგირებაც სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა.

 

მზესუმზრის წარმომავლობა

მზესუმზირის თესლი გაურჩეული თუ გაურჩეველი საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან. იმპორტის მაჩვენებლმა 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 1მილიონ 837 ათასი დოლარი შეადგინა.

თუ გადავხედავთ წინა წლების სტატისტიკას, რაოდენობა ყოველწლირად იზრდება. თუ 2015 წელს საქართველოში  3მლნ. 226 ათასი დოლარის მზესუმზირა შემოვიდა, 2016 წელს ამ რაოდენობამ  4მლნ. 746 ათას დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2017 წელს  6მლნ. 257 ათასზე მეტია.

[ავტორი: თინათინ ფერაძე]

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]