weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში გარემოსდამცველებიც ჩაერთვებიან

18:51 პარასკევი, 11 მაისი 2018

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უწყებები გარემოსდამცველებთან აქტიურად ითანამშრომლებენ. ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

უწყების უფროსმა გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვისაა საჭირო და ამავდროულად, აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების საკთხების გათვალისწინება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოზე ზემოქმედების შესწავლის და ამავე დროს, კლიმატის ცვლილებების ფონზე არსებული გამოწვევების, რისკების შეფასებისა და პრევენციის მიმართულებით კოორდინირებულად იმუშავებს დარგის სპეციალისტებთან“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ცნობილი გახდა, რომ მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევების საფუძველზე ვითარებას ადგილზე შეისწავლის.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]