weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მეტროს მემანქანეთა გაფიცვა მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების გაუარესებისკენ - კალაძე

09:42 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეთა გაფიცვა, რომელიც 3 ივნისს, 15:00 საათიდან დაიწყო, პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ. კალაძის თქმით, მერიის გადაწყვეტილებით, გაფიცვის პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

„ავტობუსების არსებულ ნაკადებს დავამატებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეზერვებს. მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებსა და კანონზე მაღლა. დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზიანონ დედაქალაქი და დედაქალაქის მოსახლეობა“, - განაცხადა კალაძემ.

დღეიდან თბილისში არცერთი მეტროსადგური არ მუშაობს. მეტროს თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანება „ერთობა 2013“ სრული შემადგენლობით გაიფიცა. მემანქანეები გლდანის დეპოში არიან შეკრებილი და შიმშილობენ.

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას 3 მაისიდან გეგმავდნენ, თუმცა სასამართლომ მათ ამის უფლება არ მისცა და გაფიცვა ერთი თვით გადაავადა. მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო საათებში მემანქანეთა გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]