ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ქურდობა 3 ივნისს, იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ქურდი ბინაში ფანჯრიდან შევიდა.
„მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გავედით 9 საათზე და დაახლოებით, 12:30 საათი იქნებოდა სამსახურიდან შესვენებაზე რომ მოვბრუნდით. მთელი სახლი გადმოყრილი დაგვხვდა, ადგილზე აღარაფერი აღარაა. ქურდმა სახლიდან 8 500 ლარი წაიღო. ვალი მქონდა და უნდა გამესტუმრებინა“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ დაზარალებულის კომენტარს.
პოლიცია მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.