ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი. ახალგაზრდა მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 3117 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 345 დაზარალებულის სიკვდილით; 2017 წელს 2605 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 322 დაზარალებულის სიკვდილით. 2018 წლის იანვარ-მარტში 1015 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 66 დაზარალებულის სიკვდილით დასრულდა.