weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დედამთილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

17:34 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ ყვარლის რაიონში მცხოვრებ 24 წლის ქალთან, რომელსაც დედამთილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, საპროცესო შეთანხმება გააფორმა. გარიგების თანახმად, ბრალდებულ მ.მ-ს სასჯელის სახით, 2 წლით პატიმრობა და სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

საპროცესო შეთანხმება დღეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით ნარიმანაშვილმა დაამტკიცა.

როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა განუცხადა, ბრალდებულმა ქალმა დანაშაული აღიარა.

24  წლის მ.მ-ს მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარე წლის 24 იანვრიდან მიმდინარეობდა.

დაკავებამდე მ.მ-ს ორი შვილი ჰყავდა, მესამე კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს შეეძინა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]