weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისი ინგრევა

12:53 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

„გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი მიმართავს საჯარო და კერძო ორგანიზაციებს, შესაძლებლობის შემთხვევაში თავისუფალი ფართის მცირე ნაწილი მაინც დაუთმონ.  

„თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ, რაოდენობებს მოგაწვდით“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, შენობა, 2013 წელს, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა და დაასკვნა, რომ ავარიულია და იქ მუშაობა საშიშია.

დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა მთავრობას რამიშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისის ახალი შენობით ჩანაცვლება სთხოვა, თუმცა ახალი ოფისის გამოყოფა ამ დრომდე ვერ მოხდა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კილომეტრში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, საღამოს, თბილისის დროით 22:40 საათზე მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი კახის რაიონში იყო. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]