„თურმე სოფლის მეურნეობაში სხვა პრობლემა არ გვქონია და გერმანული ხარის სპერმით უნდა გადაჭრან პრობლემები. ან რის საფუძველზე დაადგინეს, რომ აქაური არ ვარგა. სოფლის მეურნეობის განვითარებას იაფი კრედიტი სჭირდება, რომ მოსახლეობა წელში არ გაწყდეს და არა ხარის სპერმა. წინა მოწვევის საკრებულოს მუშაობის დროსაც ვიღაცამ დააყენა სპერმის მოთხოვნის საკითხი, მაგრამ ჩვენ გავაუქმეთ. ახალი თვითმმართველობის მუშაობის ერთადერთი დამდგარი შედეგი არის ეს. დანარჩენი გაგიგიათ, რაც ახალი თვითმმართველობა აირჩა, რაიმე მნიშვნელოვანი შექმნეს ან რამე გააკეთეს?“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ვარდოშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბიბერახიდან ხარის სპერმა მიიღეს, 2015 წლიდან ხორციელდება.
„ერთობლივი პროექტია. გერმანელების მიერ არის შერჩეული ორი აქაური ვეტერინარი, რომელიც ამ პროექტს ემსახურება. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამტარი ვართ, არც ფინანსური მონაწილეობა მიგვიღია. რატომ მხოლოდ ეს პროექტი? 2015 წელს ავტოტრანსპორტია გადმოცემული. ბოლო სამ წელში ბიბერახს 180 ათასი ევროს პროექტები აქვს განხორციელებული თელავისთვის. სპერმის გამოგზავნა გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, რომელიც 2015 წელს გაფორმდა“, - აღნიშნა თელავის მერმა.
თელავსა და ბიბერახს შორის დამეგობრების მემორანდუმი 1987 წელს გაფორმდა.
ფოტოზე ნიკოლოზ ვარდოშვილი / მაკა მოსიაშვილის ფოტო