„ეს მონაკვეთი ჭაობიანია. ქვევიდან ამოდის წყალი. გზას მძიმე ტექნიკით გუშინ დილიდან ვწმენდთ, თუმცა უშედეგოდ. ამინდიც არ გვიწყობს ხელს. ყოველდღე წვიმს. ტრაქტორი მივიყვანეთ, რომელიც შიგ ჩარჩა და გამოყვანას ამ დრომდე ვერ ვახერხებთ“, - უთხრა „რეგინფოს“ სოფელ უშგულში მერის წარმომადგენელმა ბესო ჩარქსელიანმა.
უცნობია როდის აღდგება გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა.