weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურიაში 79 წლის კაცმა შეცდომით ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი დალია

12:59 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრებმა 79 წლის მამაკაცმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი, შეცდომით, გამაგრილებელი სასმელის ნაცვლად დალია. მამაკაცი ჩოხატაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში 31 მაისს მოათავსეს. ოჯახის წევრების თქმით, მოხუცმა ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის ჩასატარებლად გამზადებული სითხე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დალია. ის მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცს ინსულტი აქვს გადატანილი და მეხსიერების პრობლემაც ჰქონდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ლეტალური შედეგი შესაძლოა მოჰყვეს უსაფრთხოების წესების უხეშ დარღვევას, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა ან დალევა. დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]