weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მოკლული რეინჯერის კახაბერ ყურაშვილის ღირსების ორდენი მის ოჯახს გადაეცა

11:27 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეს ტყეში მოკლული რეინჯერის, 46 წლის კახაბერ ყურაშვილის ოჯახს მისი ღირსების ორდენი გადაეცა. ოჯახს სახელმწიფო ჯილდო გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გადასცა.

ხოვლეს ტყეში კახაბერ ყურაშვილის ცხედარი 2017 წლის 26 თებერვალს იპოვეს. მისი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ის ტყეში უკანონო ჭრას ახორციელებდა, რა დროსაც მეტყევე რეინჯერი კახაბერ ყურაშვილი მივიდა და ჯარიმის დაწერას აპირებდა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა კონფლიქტი, რა დროსაც ბრალდებულმა მეტყევე-რეინჯერს თავის არეში შეშის ნაჭერი ჩაარტყა.

კახაბერ ყურაშვილი 2010 -2011 წლებში შიდა ქართლის სატყეო სამსახაურის გორის სატყეო უბნის, ხოლო 2013-2017 წლებში კასპის სატყეო უბნის ტყის მცველად მუშაობდა.

ცნობისთვის, ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქეები დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში – შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]