საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, რაც ადგილობრივებმა ამოტრიალებული ნავი შეამჩნიეს. ამ დროისთვის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.