weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვალეში 5 წლის გოგონას გარდაცვალების გამო აქცია გამართეს

18:42 პარასკევი, 08 ივნისი 2018

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის გოგონას გარდაცვალების გამო ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, ადგილობრივებმა ხელისუფლებას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

აქციის მონაწილეთა თქმით, სტალინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება, ხელისუფლებამ კი უარი იმით განმარტა, რომ საავტომობილო გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რის გამოც მისი მოვლა-პატრონობა ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 5 წლის გოგონა ემსხვერპლა, გუშინ მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ბაბუა შვილიშვილს ნაყინს აწვდიდა, რა დროსაც გოგონამ გზაზე გადაირბინა და სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბავშვი ახალციხის კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ექიმების თქმით, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პოლიციამ ვალეში მცხოვრები, 24 წლის მამაკაცი დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]