weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა

11:30 შაბათი, 09 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ივნისს, თბილისში, გურგულიას ქუჩა N 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს სოციალური ქსელის საშუალებით უცენზურო სიტყვები მიწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

„აღნიშნული პირები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინცინდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან N 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები“, - განაცხადეს შსს-ში.

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, რომლებიც გასული წლის 1-ელ დეკემბერს ურთიერთშელაპარაკებისას მოკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]