ექიმების პირველადი ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა. მათ ახლა უტარდებათ გამოკვლევები.
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი ავტობუსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თეთრწყლებთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.