weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გომბორის გზაზე დაშავებულები გლდანის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები არიან

13:20 შაბათი, 09 ივნისი 2018

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები თბილისის, გლდანის რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები არიან. „რეგინფო“ სკოლას არ ასახელებს, რადგან ჩვენი ინფორმაციით, ავარიის შედეგების შესახებ ყველა გარდაცვლილის და დაშავებულის ოჯახის წევრებმა ჯერ არ იციან.

თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი ავტობუსი ხევში გადავარდა. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანია. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, დაშავებულია 9 ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმების პირველადი ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა. მათ ახლა უტარდებათ გამოკვლევები და ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დაშავებულს რეანომობილებით თბილისში გადაიყვანენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]