weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგორის ე.წ. გამგებლის დაცვის უფროსი თბილისში მკურნალობს

15:51 შაბათი, 09 ივნისი 2018

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მოადგილე მარინა გელანტია ადასტურებს, რომ მათთან, 7 ივნისს ნამდვილად მოათავსეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით გადმოყვანილი პაციენტი.

„აღენიშნებოდა ქალა ტვინის ტრავმა, ტვინის დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევა, ამასთან, ქალა-ფუძის და ქალა-სარქვლის მოტეხილობა. სასწრაფო წესით გაყვანილი იქნა ნეიროქირურგების მიერ საოპერაციოში, რის შემდეგადაც აგრძელებს მკურნალობას რეამინიმაციულ განყოფილებაში.როგორც გვითხრეს ავტოსაგზაო შემთხვევაა. „წითელი ჯვრის“ მიერ ცხინვალის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. სახელის და გვარის იდენტიფიკაციის უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან ჯიოევი, რომელიც ახალგორის ე.წ. გამგებლის ფილიპ ხაჩიროვის პირადი დაცვის უფროსია, 7 ივნისს ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საჭიროა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიდგომა, რომ გარკვეული სპეკულაციები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმის, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფასო ჯანდაცვის მომსახურების სახელმწიფო რეფერალური პროგრამა წლების განმავლობაშიხორციელდება. ეს არის ჩვენი ჩართულობის სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ფუნქციონირებს ეფექტურად და აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის ჰუმანიტარული პროგრამა, რომლის ამოცანაა მოსახლეობის დახმარება მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე. პაციენტების შემოსვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა კლინიკებში ხორციელდება ყოველდღიურად, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში „წითელი ჯვრის“ მეშვეობით. სიცოცხლის გადარჩენა ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება არ და ვერ მოხდება ნათესაური კავშირების თუ მსგავსი ნიშნით“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ გარკვეული პირები ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, ტეხენ აჟიოტაჟს და ქმნიან დაძაბულობას მგრნობიარე და ძალიან მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

„იმასაც გეტყვით, რომ თუ პირი არის ეჭვმიტანილი, ან არსებობს მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენება სადამსჯელო მიზნით“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]