weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მძღოლი სწრაფად მოძრაობდა, ვეღარ დაამუხრუჭა, მგონი ვიღუპებითო - თვითმხილველი

16:48 შაბათი, 09 ივნისი 2018
ფოტო: მამუკა ჭიკაძე ფოტო: მამუკა ჭიკაძე

„მძღოლი თბილისიდან სწრაფად მოძრაობდა. მშობლებმა მას რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა, რომ ნელა ევლო, მაგრამ არ გაითვალისწინა. მოსახვევში რამდენჯერმე სცადა დამუხრუჭება და რომ მიხვდა, ვეღარ ამუხრუჭებდა, იყვირა, ვაიმე, ვაიმე, მგონი ვიღუპებითო. ყველანი ავყვირდით. სამი ბრუნი გავაკეთეთ, ფანჯრიდან გადმოვცვივდით. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს“, - ყვება გომბორის გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე ბავშვი.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ იმ ადგილას, სახიფათო მოსახვევში მოხდა, სადაც 4 თვის წინ, „სოკარის“ საწვავმზიდიც გადავარდა და მთლიანად დაიწვა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავდმყოფოში მოათავსეს 23 დაშავებული, მათ შორის 2 - გარდაცვლილი ბავშვის დედა და 12 წლის მოზარდი კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, ყველა მათგანს გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება.

ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მიკროავტობუსით 28 ადამიანი მგზავრობდა, 14 ბავშვი და 15 სრულწლოვანი.

თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული დაშავებულები შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]