სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.