weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთაველის გამზირზე 4 პირი, მათ შორის ზვიად კუპრავა დააკავეს

10:29 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე სამართლადამცავებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული ლ.ც.; 1983 წელს დაბადებული ზ.კ.; 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვების საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინ განახლდა. აქციის მონაწილეებმა კარვები გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს. ზაზა სარალიძე და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვებში მანამდე აპირებენ დარჩენას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დაკავებას ითხოვენ. ამასთან, გუშინ მათ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომაც მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]