ერთ-ერთს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული, მეორეს კი სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ექიმების თქმით, ორივე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახლგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შს სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.