weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა, პოლიციამ კარვები პარლამენტის წინ გადაიტანა

13:58 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე დადგმული კარვები სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გადაიტანეს. კარვების გადატანის დროს პოლიციამ სამი პირი დააკავა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ კარვების გადატანა აქციის მონაწილეებთან შეთანხმებით მოხდა. მისივე თქმით, სავალ ნაწილზე კარვების განთავსებით კანონი ირღვევა.

„არაერთგზის დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე ირღვევა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, რადგან მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლება ეზღუდებათ. აქ დგას 20-30 ადამიანი, რაც ყველანაირ საზღვარს სცდება. პარალიზებულია ქალაქის მთავარი გამზირი. ჩვენ ვარდებული ვართ, სამართალდარღვევები აღვკვეთოთ. კარვები გადავიტანეთ იქ, სადაც გუშინ იყო და დავუბრუნოთ მოქალაქეებს თავისუფალლად გადაადგილების საშუალება“, - განაცხადა კუპატაძემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტის წინ იმყოფებიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევიდა კარავში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის სხვა წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს. შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“, - აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

ავტომობილების სავალ ნაწილზე კარვები გუშინ, საპროტესტო აქციის ბოლოს გადაიტანეს, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]