შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სტალინის სახელობის რესტორანი გორში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
მანამდე რესტორანს „სპორტ-კაფე“ ერქვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ახალი შენობა გაკეთდა. მეპატრონემ „ჟოზეფში“ სტალინის ოთახიც შეინარჩუნა.
გიორგი კანდელაკი საზოგადოება „გორელის“ წევრია. ორგანიზაცია საბჭოთა დიქტატორის მშობლიური ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს.