weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პროკურატურა გუდაურში დაკავებული პირებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

15:18 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

გუდაურში, რუსი პარაპლანისტების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ავტომობილების დაზიანების ბრალდებით დაკავებული ვასილ ზაქაიძისთვის, გიორგი ზაქაიძისთვის, გიორგი ჯაღმაიძისა და ვასილ ბურდულისთვის, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვს.

მცხეთის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურის შუამდგომლობას დღეს განიხილავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიცია დაკავებულ პირებს მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც ისინი გირაოს გადაიხდიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2018 წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს. ჩელიშევს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

გუდაურის ინციდენტის გამო დაკავებული 4 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში მოსახლეობამ 10 ივნისს გზა გადაკეტა. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზადაახლოებით 2 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილობრივებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან დიმიტრი ზურაბიშვილთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ოთხივე დაკავებულს 48 საათში გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ ან უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

პარაგლიდინგის ეროვნული ფედერაცია, რომელიც გუდაურშია ბაზირებული, ითხოვს, რუსმა და უკრაინელმა პარაპლანისტებმა გუდაური დატოვონ და იქ მუშაობა აღარ გააგრძელონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]