weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე 1-ელ ივლისამდე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

12:36 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოების გამო, დღეიდან, 14 ივნისიდან - 1 ივლისამდე, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, პერიოდულად, დღეში 4-ჯერ აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა თითო საათით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა აიკრძალება 09:00-დან 10:00 საათამდე; 12:00-დან 13:00 საათამდე; 14:00-დან 15:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრი ის ადგილია, სადაც დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა 2 წლის წინ მოწყდა. მეწყერმა 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა.

დროებითი გზა ხელოვნური ყრილებით, ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში, პირდაპირ დაგუბებული მდინარის მარცხენა ნაპირას არის გაყვანილი.

გზის ამ მონაკვეთზე გავლა სახიფათოა ახლაც. პერიოდულად არის ქვათაცვენა და მეწყრული პროცესებიც აქტიურია, განსაკუთრებით საშიშია წვიამიან ამინდებში. გასულ წელს გზის ნაწილიც ჩაინგრა. მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი გზაზე მიმავალი ტურისტების ავტომობილს დაეცა. მგზავრები სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ.

ამ ადგილას, წელს, 27 მაისს, გზის აღდგენაზე მომუშავე მძღოლი, 56 წლის ტარიელ სახოკია დაიღუპა. სატვირთო მანქანა, რომლითაც ის გზის აღსადგენად ქვა-ღორღს ეზიდებოდა, მდინარე ალაზანში გადავარდა.

თუშეთის გზა წელს 31 მაისს გაიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]