შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული და დაკავებულია. თავდაპირველად ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობაზე უარი თქვა. ექიმის თქმით, ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.