weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფხაზეთიდან დევნილები, რომლებმაც ზუგდიდში ბინები ვერ მიიღეს, აქციას მართავენ

13:01 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018
ფოტო: Livepress ფოტო: Livepress

აფხაზეთიდან დევნილები, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინები ვერ მიიღეს, ზუგდიდში აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი უსამართლოდ ვერ მოხვდნენ იმ 240 ოჯახს შორის, რომლებსაც ზუგდიდში აშენებულ 12-სართულიან კორპუსებში ბინები გადაეცათ.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, ამ დროისთვის იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა სამინისტროს სამმართველოსთან არიან შეკრებილები და შენობაში შეჭრას ცდილობენ. მათ თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციაზე შეუძლოდ გახდა შუახნის ასაკის ქალი, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული.

სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, მურად აბლოთიამ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე მოსახლეობა ნგრევადი ობიექტებიდან გამოიყვანეს, შემდეგ კი ბინების განაწილება ქულების სისტემით მოხდა. აბლოთიამ აღნიშნა, რომ მომავალ წელს საცხოვრებელი ფართი 300-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

დევნილთა სამინისტრომ ოთხი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩის N6-ში ააშენა, ბარამიას ქუჩაზე კი კორპუსები კიდევ 360 დევნილი ოჯახისთვის შენდება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში ცხრა ნგრევადი ობიექტი იხურება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]