როგორც „რეგინფოს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მინდია კახიძემ განუცხადა, გამოძახება იყო პოლიციის მე-7 განყოფილებიდან. ადგილზე მისვლისას ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.
„ექიმებისგან ვიცი, რომ გარდაცვლილი ბავშვი პოლიციაში ახლობელმა მიიყვანა, ის ქალიც პოლიციაში იმყოფებოდა“, - აღნიშნა მინდია კახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.