weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხაშურის საკრებულომ მიცვალებულების „საფლავის პასპორტი“ შემოიღო

16:00 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

ხაშურის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალურ სასაფლაოებზე დაკრძალული ყველა მიცვალებულის ჭირისუფალზე „საფლავის პასპორტი“ გაიცემა. ეს დადგენილება საკრებულომ 2018 წლის 5 ივნისის მორიგ სხდომაზე მიიღო.

დადგენილების თანახმად, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს, საფლავის პასპორტი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია. იგი ადასტურებს: საფლავის არსებობას და ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობასა და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასპორტის ფორმას სასაფლაოების მმართველი იურიდიული პირი დაამტკიცებს.

დადგენილების ძალაში შესვლიდან, - 2018 წლის 13 ივნისიდან, - ახალი საფლავების პასპორტიზაცია სავალდებულო იქნება, ხოლო მანამდე არსებულ საფლავებზე ნებაყოფლობითია და მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა.

ხაშურის საკრებულო 31 წევრით არის დაკომპლექტებული. მათ შორის, „ქართული ოცნებიდან“ – 22, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – 3, „ევროპული საქართველოდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“ – 2 – 2, ხოლო 2 დამოუკიდებელი დეპუტატია. საკრებულოს 5 ივნისის სხდომას 28 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც აღნიშნული დადგენილების მიღებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ საფლავის პასპორტის გაცემის შესახებ მითითებულია ქალაქ ქუთაისის და ხელვაჩაურის წინა მოწვევის საკრებულოების დადგენილებებშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]