ბუტა ანთაძე ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ მუხაესტატეს მკვიდრია დაკავებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.