weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

12:26 პარასკევი, 15 ივნისი 2018
ფოტო © აჭარის ტელევიზია ფოტო © აჭარის ტელევიზია

მუსლიმები რამადანის დასრულებას და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს, რამადან ბაირამს (არაბულად - იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავენ. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან და მოწყალებას გასცემენ.

სადღესასწაულო ლოცვა აღევლინა საქართველოში მოქმედ მეჩეთებშიც. ბათუმში მორწმუნეებმა დღესასწაული მთავარ მეჩეთში აღნიშნეს. ადგილის სიმცირის გამო მუსლიმების ნაწილმა ქუჩაში ილოცა. მთავარ მეჩეთში მორწმუნეებს ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიულოცა. მისი თქმით, ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ თუ სამართლებრივი ბრძოლით მეჩეთის აშენების უფლებას ვერ მოიპოვებენ, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე მშენებლობას მაინც დაიწყებენ.

„სამართლებრივი ბრძოლა უსასრულობამდე ვერ გაგრძელდება. როცა ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ რესურსს, მივმართავთ იმ ხერხს, რომლითაც აქამდე შენდებოდა მეჩეთები - აბსოლუტურად დაუკითხავად, ვინმეს ნებართვის გარეშე, საზოგადოება მოვა და დაიწყებს აქ მეჩეთის მშენებლობას“, - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ აჭარის ტელევიზიასთან.

რამადან ბაირამს დღესასწაულს წინ უძღვის ერთთვიანი მარხვა, რომლის დროსაც მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მორწმუნეები საკვებისა და წყლის მიღებაზე უარს ამბობენ. წელს რამადანი 16 მაისს დაიწყო, მისი დასრულების შემდეგ კი მუსლიმური კალენდრის (ჰიჯრა) მომდევნო თვე - შავვალი დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]