პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.
ამ ფაქტმა ადგილობრივების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მუსლიმები დღეს რამადანის დასრულებას და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს, რამადან ბაირამს (არაბულად - იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავენ. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება.