აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის, ჰეზერ ნაუერტის განცხადებით, ამერიკა მხარდაჭერას უცხადებს სირიელი ხალხს, რომელიც ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მსხვერპლია.
იდლიბის პროვინციის სოფელი ზარდანა 8 ივნისის ღამეს დაიბომბა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა და ფაქტის დროული გამოძიება მოითხოვა.
უფლებადამცველი ორგანიზაციები საჰაერო იერიშებში რუსეთსაც ადანაშაულებენ. Conflict Intelligence team-ის (CIT) განცხადებით, დარტყმის დროს სოფლის სიახლოვეს რუსული ავიაცია დაფრინავდა. თავის მხრივ რუსეთი, რომელიც ომში სირიის მთავარი მოკავშირეა, ამბობს, რომ ამ ბრალდებას რეალობასთან კავშირი არ აქვს