weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში, გლდანის რაიონში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

17:55 პარასკევი, 15 ივნისი 2018

თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში 32 წლის მამაკაცი მოკლეს. მას ჭრილობები საავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების თქმით, ისინი დაჭრის ფაქტს არ შესწრებიან. მათ ახალგაზრდა კაცი დაინახეს, რომელიც გზაზე დაეცა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს დაჭრილი გარდაცვლილი დახვდათ.

გარდაცვლილი სავარაუდოდ აღნიშნულ უბანში არ ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცავებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]