weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პანკისში გამართულ მსვლელობაში კადიროვების მომხრეთა შორის საჯარო მოხელეებიც იყვნენ

18:21 პარასკევი, 15 ივნისი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

პანკისში, დღეს დილით მომხდარ ინციდენტში, რომელიც ხეობაში ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის ფოტოების გამოჩენას და კადიროვების მხარდამჭერ შეძახილებს მოჰყვა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„რეგინფოს“ არაერთმა სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ კადიროვების მხარდაჭერი აქცია ადგილობრივი საჯარო მოხელეების მიერ იყო წახალისებული.

„რეგინფოსთვის“ მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა რადგან არაერთი მცდელობის მიუხედავად მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ, მათ ვინაობას ჯერ არ ვამჟღავნებთ და ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ.  

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კადიროვების მხარდამჭერ ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კავკასიოლოგი ალეკო კვახაძეც ადასტურებს, რომელიც პანკისის ხეობაში იმყოფება. „კადიროვის რეჟიმმა მოსახლეობის განწყობები მოსინჯა. პანკისი ეთნიკური ქისტებით კომპაქტურად დასახლებული ერთადერთი ადგილია, სადაც მან გავლენის დამყარება ვერ შეძლო. ასეთი პროვოკაციები კიდევ მოსალოდნელია“, - უთხრა „რეგინფოს“ ალეკო კვახაძემ.  

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში მონაწილე რამდენიმე მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტოები იყო გაკრული, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.

ამ ფაქტმა ადგილობრივთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ვიდეომასალა, რომელიც „რეგინფომ“ მოიპოვა, ზუსტად იქ წყდება, როცა შელაპარაკების ადგილას ახალგაზრდები მიდიან. ვიდეოდან ჩანს, რომ მანქანების მოძრაობის დროს რამდენიმე მანქანიდან ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში სიმშვიდეა. შსს-ს ინფორმაციით, სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]