weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქობულეთში პოლიციის უფროსის მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

18:53 პარასკევი, 15 ივნისი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, 35 წლის ბუტა ანთაძის მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, მასსა და მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის მამაკაცს შორის, წარსულში მომხდარი დაპირისპირება გამხდარიყო.

ადგილობრივები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ პოლიციის უფროსი ახალგაზრდებს ავიწროებდა და დაკავებული ახალგაზრდა ნაცემი ჰყავდა.

„ამ პოლიციელმა სცემა ეს ბიჭი. თავის ბიძაშვილთან ერთად გამგეობის წინ გაფიცვა, აქცია ჰქონდა მოწყობილი - იწვნენ და შიმშილობდნენ. რამდენი განცხადება დაიწერა აქედან მისი გადაყვანის შესახებ და არ გადაიყვანეს, არ მოგვაცილეს. თუკი ვინმე ცხოვრობს აქ, ყველა უკმაყოფილო იყო ამ კაცისგან. ავიწროებდა ახალგაზრდებს. აქ ცენტრში არ მოხვიდეთო, არ მოიყაროთ თავიო, არ დადგეთო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი, თეონა ცეცხლაძე, აჭარის ტელევიზიასთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიციის უფროსსა და მის მეგობარს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. „პოლიციის უფროსთან ხშირად ჰქონდა უკმაყოფილება იმის გამო, რომ სოფლის ცენტრში იკრძალებოდა ახალგაზრდების თავშეყრა, თავს შეზღუდულად გრძნობდა, თუმცა წუხელ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა თეონა ცეცხლაძემ.

მოკლულის ნათესავების თქმით, ბუტა ანთაძე კონფლიქტური ადამიანი არ იყო და დაპირისპირება არავისთან ჰქონია.

ბუტა ანთაძე მუხაესტატეს განყოფილების უფროსად 2011 წლიდან მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

35 წლის ბუტა ანთაძე გვიან ღამით დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი ხის გადატანის პროცესს ზედამხედველობდა. დაჭრილი პოლიციელი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე 27 წლის მამაკაცია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]