weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოზურგეთში „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი წაუყენეს ენმ-ს დეპუტატის ცემისთვის

23:16 პარასკევი, 15 ივნისი 2018

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ამავე საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ტარიელ აროშიძეს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 ივნისს, გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესიკ ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს - ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს.

საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]