weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაპუნა უგრეხელიძემ სასამართლოში უჩივლა ქალს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

23:58 პარასკევი, 15 ივნისი 2018

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ სასამართლოს მიმართა ყოფილი თანამშრომელი ქალის წინააღმდეგ, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

„როდესაც საქმე ეხება ყოვლად უსინდისო, ცრუ, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რამაც ჩემს ღირსებასთან ერთად შელახა ჩემი საქმიანი რეპუტაციაც - ასეთ უსამართლობას ვუპასუხებ სასამართლოს ძალით.

დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ე. მ-ს და მის ამფსონებს, რომლებმაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს.

ამ კამპანიასა და სიცრუის ტირაჟირებას, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული სახალხო დამცველი და არც ხელმოცარული პოლიტიკოსები, თუ პოლიტიკური ჯგუფები ჩამორჩნენ.

მე ვაძლევ მათ პირობას, რომ სიმართლე არ დაიმალება და კვლავინდებურად, უკიდურესად გაწბილებულები დარჩებიან“, - წერს პაპუნა უგრეხელიძე სოციალურ ქსელში.

პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა სამი თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა 2016 წელს მიმართა სახალხო დამცველს, რომელმაც საქმე შეისწავლა და რეკომენდაცია მოამზადა. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა“. სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, ამ დასკვნის შესახებ ინფორმირებული იყო იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ზოგიერთი დეპუტატი, თუმცა დროული რეაგირება არავინ მოახდინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]