weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყაზბეგის მერია 281 ათასი ლარის ღირებულების 4 ახალ ავტომანქანას ყიდულობს

16:12 შაბათი, 16 ივნისი 2018
ფოტოზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი ფოტოზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი

ყაზბეგის მერიამ 2017-2018 წლებში გამოშვებული 4 ერთეული „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 281 260 ლარია გამოყოფილი.

ელექტრონული ტენდერი ავტომანქანების შესყიდვისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 15 ივნისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 24 ივნისს დაიწყება და 27 ივნისს, 12:00 საათზე დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მაღალი გამავლობის ავტომანქანები გამოშვებული უნდა იყოს არაუადრეს 2017 წლისა, ნებისმიერი ფერის (გარდა შავისა), მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული.    

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყაზბეგის მერიას ავტომანქანები ხელშეკრულების დადებიდან მაქსიმუმ 30 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]